გიორგი ვაშაძის ბრიფინგი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ არჩევნების შედეგები შეაჯამა და პოლარიზებულ გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მათ მხარდამჭერებზე მუქარა და ზეწოლა გრძელდება. ასევე, ყურადღება გაამახვილა მის წინააღმდეგ გავრცელებულ ე.წ. ფეიკნიუსებზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მეორე ტურთან დაკავშირებით, ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი