გიორგი ვაშაძის ბრიფინგი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. ამ ცვლილებებით, პარტია ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. გიორგი ვაშაძის შეფასებით, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა და ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო. ვაშაძის კრიტიკას მმართველ გუნდში უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს პასუხობს და სამართლებრივად გამართულია.

მოამბე

დატოვე კომენტარი