გიორგი ვაშაძის ბრიფინგი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბრიფინგი გამართა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანაში სამუშაო ადგილები 40 ათასით შემცირდა, მაშინ როდესაც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ამის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

გიორგი ვაშაძე ასევე ინტერესდება რატომ აქვს პრემიერ გახარიას ნახევარ მილიონამდე დანაზოგი უცხოურ ვალუტაში, როდესაც ლარის კურსი ყოველდღიურად ეცემა და მთავრობა მოქალაქეებს ეროვნული ვალუტის შეძენისკენ მოუწოდებს.

მმართველ გუნდში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას პოპულისტურად აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა მუშაობს, რომ შექმნილი ფონი მოსახლეობაზე ნაკლებად მტკივნეულად აისახოს.