გიორგი ვაშაძე – ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა

18:18, 02.06.2018

რუსთაველის გამზირზე აქციას ეხმაურებიან პარტია “ახალ საქართველოშიც”. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

მისივე თქმით, რუსთაველზე შეკრებილებს აქციის ჩატარება შანტაჟისა და დაშინების ფონზე უწევთ. ვაშაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით, აქციის წინააღმდეგ, მიზანმიმართული, ბინძური კამპანია ხორციელდება.

 

მსგავსი