გიორგი ვაშაძე სტუდენტებს შეხვდა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ ახალგაზრდებს სტრატეგია „აღმაშენებელი“ წარუდგინა და მისი იდეები და ხედვები გააცნო.

სტრატეგია რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

გიორგი ვაშაძე მსგავს შეხვედრებს უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გეგმავს.