გიორგი ვაშაძე მთავრობის გადადგომის შესახებ მოთხოვნას უერთდება

მთავრობის გადადგომის შესახებ მოთხოვნას უერთდება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

მისივე თქმით, რუსთაველზე შეკრებილებს აქციის ჩატარება შანტაჟისა და დაშინების ფონზე უწევთ. ვაშაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით, მიზანმიმართული, ბინძური კამპანია ხორციელდება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა “ევროპული საქართველოს” ოფისშიც.