გიორგი შენგელია ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი შენგელია ცოტა ხნის წინ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები, გააცნო თავისი საარჩევნო პროგრამა და დაჰპირდა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დროულად დასრულდება.