გიორგი შენგელაია - 85

კინოსამყარო ცნობილ ქართველ მსახიობს და რეჟისორს იხსენებს.

გიორგი შენგელაიას 85 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენს რეპორტაჟში ხელოვანი და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი თავად იხსენებს მის მიერ შექმნილ ფილმებს, რომლებმაც ეკრანზე გამოსვლისთანავე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და რომლებიც ქართულ კინომემკვიდრეობაში დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებენ. ცალკე აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული კინოგმირები, რომლებიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა.