გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მედიას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება არ შეუცვლია. ინტერესების დამცველმა მოუწოდა კონკრეტულ მედია საშუალებებს, ნუ მოახდენენ გამოძიების მასალების ინტერპრეტირებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ერთის მხრივ გარდაცვლილის ოჯახს და მეორეს მხრივ გამოძიებას. დღესვე, პრესკონფერენცია გამართა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმაც, რომელმაც ამ საქმეში ჩართულ იურისტებს ეთიკის დარღვევაში დასდო ბრალი. მისი თქმით, საქმის მასალების, მათ შორის პირადი მიმოწერის გასაჯაროება არაეთიკურია.