გიორგი შაქარაშვილის საქმე - სასამართლო პროცესი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ბრალდებულების სასამართლო პროცესზე, ჩვენება საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, 19 ივნისის წვეულების დიჯეიმ, კონსტანტინე ღიბრაძემ მისცა. ის მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი პირველი ინციდენტის ეპიზოდში დაზარალებულად არის ცნობილი. ღიბრაძის  გარდა, დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, ლერი მჭედლიძე, რომელიც მაგისტრალზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როდესაც გიორგი შაქარაშვილსა  და მის მეგობრებს „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრები დაესხნენ თავს.

დატოვე კომენტარი