გიორგი შაქარაშვილის საქმე - სასამართლო პროცესი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ სხდომაზე, საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, ბრალდებული პირები დაიკითხებიან, თუმცა ვინ, ჯერჯერობით უცნობია.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი  არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ხოლო ორს, გარდა ამ მუხლებისა,  გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.