გიორგი შაქარაშვილის საქმე - ბრალდებული მორაგბეების ადვოკატთა მოთხოვნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატები საქმეში დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძის, ვახო ახვლედიანისა და კოკო ღიბრაძის გამოკითხვას ითხოვენ. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის ფიგურანტი ამ სამი პირის მიმართ შეკითხვები არსებობს, რაზეც ჩვენებებში პასუხები არ აქვთ გაცემული.

ბრალდებული მორაგბეების ადვოკატების მოთხოვნას უკვე უპასუხა დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი