გიორგი შაქარაშვილის საქმე - ახალი დეტალები

კიდევ ერთი ჩვენება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმიდან.

გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის გამოკითხვის ოქმიდან ვიგებთ, ვინ დაპატიჟა გიორგი ნარეკვავში, ნაქირავებ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, რა სიტუაცია დახვდათ ახალგაზრდებს ადგილზე, რა გახდა სიტუაციის დაძაბვის და კონფლიქტის დაწყების მიზეზი და როგორ განვითარდა მოვლენები არაგვის ხიდზე. პარალელურად რეზონანსულ საქმეზე განმეორებითი გამოკითხვები დაიწყო. როგორც ირკვევა, გამომძიებლების კითხვები ამჯერად სოციალურ ქსელებში მიმოწერას ეხება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ოჯახი კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ამჯერად კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც განზრახ მკვლელობის მუხლით დამძიმებულ საქმეზე დღემდე უპასუხოდ დარჩენილ რამდენიმე მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.