გიორგი შაქარაშვილის საქმე

ნარეკვავის აგარაკზე გამართული ცნობილი წვეულების სტუმრები საგამოძიებო უწყებაში – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განმეორებითი დაკითხვები დღესაც გაგრძელდა.

გამომძიებლების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემაც, რომელიც საბედისწერო ღამეს თავდასხმის დროს არაგვის ხიდის ტერიტორიაზე გიორგი შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და თავდამსხმელებს მიტოვებულ შენობაში დაემალა. საგამოძიებო უწყებაში მივიდა 19 ივნისის ღამეს ნაცემი და დიჯეის სახელით ცნობილი კოკო ღიბრაძეც, რომელმაც პირველი თავდასხმის შემდეგ თბილისში გაქცევა მოახერხა. არსებობს ეჭვი, რომ განმეორებითი დაკითხვები ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მოტივის დადგენას და საქმიდან მკვლელობის ეპიზოდის ცალკე გამოყოფას უკავშირდება.