გიორგი შაქარაშვილის საქმე

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა. შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ადვოკატების შეფასებით, ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ბრალდებულ პირებს საქმესთან შემხებლობა არ ჰქონიათ. საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში წყალში იყო და კვალი თავისთავად წაიშალა. ასევე არ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის მიკრონაწილაკები და დნმ პროფილი მკვლელობაში ბრალდებულთა ფრჩხილებიდან აღებულ ნიმუშებში. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ მათ ეს კვალი განზრახ წაშალეს. ექსპერტიზამ, გამოძიების ცნობით, რკინის ხელჯოხზე დაადგინა ძალადობაში ბრალდებულ ნიკა ჟვანიას დნმ-ის ნიმუში, თუმცა მიკრონაწილაკურ ექსპერტიზაში ეს ნიმუშები არ აღმოჩნდა. ასევე ძალადობის ეპიზოდის საქმეში დაზარალებულ გიორგი ქათამაძის ტანსაცმელზე აღმოჩენილია ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები.