გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია, მედიასთან განცხადებას პირველად აკეთებს. მისი თქმით, ის ჩადენილ ქმედებას იაზრებს და ინანიებს. ის ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ანგარებით განზრახვის მოტივი არ ქონია. მისი უფლებადამცველის, ანა ჟღენტის განცხადებით, ვერონიკა არონიას კარიერული წინსვლის მოტივი ამოძრავებდა. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.