გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდის არსებითი სასამართლო განხილვა დაიწყო. ექვს მოზარდს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. პროცესი მედიისთვის დახურულია, თუმცა ცნობილია, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს.