გიორგი შაქარაშვილის საქმე  

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატებმა მედიაცენტრმთავარში“ განცხადებები გააკეთეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს. ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება მის ინტერესშიც შედის, თუმცა მუხლი, რომელსაც თენგო ბარბაქაძეს ედავებიან, არარელევანტურია. გიორგი ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო საზოგადოებრივი წნეხის ქვეშაა.

მოწმის სახით დაკითხული საბა ჭანკოტაძის ადვოკატმა კი მედიას გამოკითხვის დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია. მუხრან ღურწკაიას თქმით, გუშინდელი გამოკითხვით გამოძიებამ რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია ვერ მიიღო, რადგან საბა ჭანკოტაძე ფაქტის მომსწრე ან მონაწილე არ ყოფილა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს ჭანკოტაძე ავთანდილ ბილანიშვილის მეგობარია, სიმართლეს არ შეესაბამება.

დატოვე კომენტარი