გიორგი შაქარაშვილის საქმე 

შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 21-ტომიანი საქმის ის ორი ფიგურანტი, რომელთა შესახებ ნაცემი ახალგაზრდები საკუთარ ჩვენებებში წერენ.

ამჯერად საუბარია ორ არასრულწლოვანზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ისინი არაგვის ხიდზე მომხდარ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან ფეხით მივიდნენ და მათ შორის გარკვეული დიალოგი შედგა. ცნობილი ხდება იმ სატელეფონო საუბრის შინაარსიც, რომელიც მეორე თავდასხმის შემდეგ გიორგი ქათამაძეს და „ტოიოტა ქამრის“ ერთ-ერთ მგზავრს შორის გაიმართა.