გიორგი შაქარაშვილის საქმე 

საყურადღებო ფრაზები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამოღებულ პირად სატელეფონო მიმოწერებში იკითხება. მათ შორისაა იუბილარ ანი გაბეჩავას ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ანი არაგვის ხიდზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე 19 ივნისს უკვე ინფორმირებული იყო და გაუჩინარებული სპორტსმენის კვალის დადგენას დღეს უკვე ბრალდებულის სტატუსით მყოფ ორ პირთან ცდილობდა. ამოღებულია მიმოწერა მასა და ფოტოგრაგ იაკობ ბრეგვაძეს შორისაც, რომელიც საბედისწერო ღამეს თავდამსხმელებს მიტოვებულ შენობაში დაემალა.

გაბეჩავა დღეს საგამოძიებო უწყებაში უკვე მეექვსედ დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ მოუხდათ მისვლა საქმის მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს და „დიჯეის“ სახელით ცნობილ კონსტანტინე ღიბრაძესაც.