გიორგი შაქარაშვილის საქმე

15:22, 21.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული წაქაძის და გოგშელიძის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მასალების მოთხოვნით მიმართეს. მათი თქმით, დღემდე მათ საქმეში არსებული 10 ტომი ქონდათ და ელოდებიან კიდევ ერთს, რაც ინტერესების დამცველების განცხადებით საქმის წარმოებისთვის აუცილებელია. უწყებაში ასევე იმყოფებოდა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო უწყებიდან ორი ახალი ტომის მიღებას მოითხოვს. ჭიკაიძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პოზიციას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.

მსგავსი