გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება, თუმცა ჯერ ისევ დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა 19 წლის სპორტსმენი მდინარე არაგვში. ოჯახი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ჩატარდება კომპლექსური კვლევაც, რომელშიც დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატმა, სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

რა ახალი დეტალები ვრცელდება გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და განახლდა თუ არა გამოკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში.