გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს, რომელიც მოწმეების მაგისტრ მოსამართლესთან ერთად, დაკითხვის მოთხოვნას ეხებოდა. უფლებადამცველის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
დაზარალებული მხარის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დამატებითი გამოკითხვის საფუძველი არ არსებობს. ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვები ისევ გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს კიდევ სამმა მოწმემ უპასუხა.