გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის პროცესი, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. საქმის პროკურორის განცხადებით, დაიკითხება 10 მოწმე. დაცვის მხარის თქმით, მოწმეებთან კითხვები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ექნებათ. გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.