გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

12:11, 26.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადებით მიმართეს.

უფლებადამცველები უწყებისგან ფეხბურთელის საქმეში ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მისამართით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. როგორც ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი აცხადებენ, ბრეგვაძემ გამოძიებას არაერთხელ მისცა ცრუ ჩვენება, ამიტომ ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის სამართლებრივ  შეფასებას ითხოვენ.

მსგავსი