გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

კიდევ ერთი გასაჯაროვებული ჩვენება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე. მედიაში ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება გავრცელდა,  სადაც ის 19 ივნისის ღამეს იხსენებს და   მცხეთიდან  იძულებით წამოყვანის შემდეგ „ტოიოტა ქამრიში“ არსებულ ვითარებას და ერთ-ერთ  ბრალდებულთან, არჩილ გაგნიძესთან დიალოგს აღწერს.

იმის გამო, რომ მხარეები საქმის მასალების გაუთქმელობაზე იყვნენ შეთანხმებულები, ამირხანაშვილის  ჩვენების გასაჯაროვების ფაქტზე, პროკურატურაში მოკვლევა უკვე დაიწყო.   პარალელურად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს  შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი  არასრულწლოვნის სხდომა გაიმართა.

ცნობილი გახდა, რომ სამი მათგანი შიმშილობს და სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას ითხოვს.  პროკურორმა მათ საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოში  მსგავს პრაქტიკას,  სისხლის სამართლის საქმე არ იცნობს.