გიორგი რურუას სასამართლო

გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უარყოფს და პროცედურულ დარღვევებზეც მიუთითებს. ტელე-კომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილე  ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა ის მისი ნების საწინააღმდეგოდ გაჩხრიკეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში რურუას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებული იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

გიორგი კობერიძე აშუქებს სასამართლო პროცესს.