გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მეგობრის სტატუსით გაკეთებულ მოსაზრებას ზეპირად მოისმენს.

ადვოკატის განცხადებით, ორგანიზაციის მოსაზრებაში საუბარია გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე, რაც გიორგი რურუას უდანაშაულობას ადასტურებს.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.