თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ადვოკატის განცხადებით, მოწმეები იქნებიან ის სამართალდამცავები, რომლებიც საკანში იყვნენ შესულები ნივთმტკიცებულებების წამოსაღებად.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.