გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

ხმაური და დაპირისპირება ბრალდებულსა და პროკურორებს შორის გიორგი რურუას საქმეზე. პროცესზე დღეს ექსპერტ-კრიმინალისტი დაკითხეს. მან ექსპერტიზა რურუას იმ ავტომობილს ჩაუტარა, რომლიდანაც, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

რურუას მიერ მოწმისთვის კითხვების დასმის დროს, პროკურორებმა მას მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდეს, შეკამათებაც სწორედ ამ დროს დაიწყო. მოსამართლემ ბრალდებულს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, აღნიშნულს უარყოფენ ბრალდებულის ადვოკატები. დღევანდელ პროცესზე სულ სამი მოწმე დაიკითხა. პროცესი ორშაბათს 10:00 საათზე განახლდება.