გიორგი რურუას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარის“ მოწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილეს. პატიმრობას პროკურატურა მოითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

არასაპატიმრო ღონისძიებას მოითხოვდა დაცვის მხარე. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რურუას მიერ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.