გიორგი რურუას სასამართლო

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე გაიხსნა.

რურუას, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებულო და დღეს სწორედ პატიმრობის გაგრძელების საკითხი უნდა განიხილონ. ადვოკატები აცხადებენ, რომ რურუასთვის წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ გააჩნია. დღესვე, გიორგი რურუას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ითხოვა სხდომაზე მისი არხისთვის გადაღების უფლება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გვარამიას შუამდგომლობა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა. ნინი ჩახნაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოდილა, რასაც დარბაზში მყოფების პორტესტი და შეძახილები მოყვა. მოსამართლემ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა დამსწრეებს, დაუმორჩილებლობის შედეგად სხდომა ჩაიშალა.

პროცესი სავარაუდოდ დახურულ რეჟიმში უახლოეს საათებში განახლდება.