გიორგი რურუას საქმე

საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს.

გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა ბრალდებული დანაშაულის ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ მას იარაღი არ ქონია. პროცესზე რურუამ სამართალდამცავები მის უკანონო ჩხრეკაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, მას ნების საწინააღდეგოდ აუღეს „დეენემის“ სინჯი, დაკავების შემდეგ კი არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება.

პროკურატურა გიორგი რურუასთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გიორგი კობერიძე აშუქებს პროცესს.