გიორგი რურუას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს სხდომა დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ადვოკატები იმ დარღვევებზე საუბრობენ, რაც მათი აზრით, გიორგი რურუას საქმეში იკვეთება.

გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი