გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის დასტურად რურუას ადვოკატებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილი მოჰყავთ, სადაც გიორგი რურუასთან დაკავშირებითაც არის საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვების მიმდინარეობის კონტექსტში. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, აღნიშნული წერილი არ არის ოფიციალური. მათი განმარტებით, ელექტრონული ფოსტა საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორს არა გიორგი რურუას საქმის გამო, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გაეგზავნა.