გიორგი ქადაგიძის საქმე

გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დაჯარიმდა. ის მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სხდომაზე საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოიკითხნენ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელები.