გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციას ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციას ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. შემთხვევა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა. პერტაია მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე აღძრა.

პერტაია ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც პერტაიამ თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მართვის მოწმობასთან ერთად, მან პოლიციის თანამშრომელს ვეტერანის მოწმობაც აჩვენა და უთხრა, რომ ის ყოფილი კოლეგა იყო. პერტაიას აზრით, სამართალდამცველის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, პერტაიას თქმით,  სამართალდამცველები მას მეუღლის გაუპატიურებით და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ. პერტაიას უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.

დატოვე კომენტარი