გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის ჩვენება ევროპული კინოს ბაზრობაზე

18:52, 16.02.2026

ევროპული კინოს ბაზრობაზე, გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის, – „მთვარე მამაა ჩემი,” – ჩვენება გაიმართა. პარალელურად კი, საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ შეხვედრებს მართავს.

ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მათ შორისაა, ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა დელეგაციამ უცხოელ კოლეგებს ქართულ მიღებაზეც უმასპინძლა.

მსგავსი