თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელს სხდომაზე მხარეები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მოგერიების აუცილებლობით მოქმედებდა. მისი განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში გამამტყუნებელ განაჩენს არ ელოდებიან. სასამართლოსთან გიორგი ოკმელაშვილის მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ და სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი სასამართლოსგან გიორგი ოკმელაშვილის გამართლებას ითხოვენ.