„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიესაჯა.
მოსამართლემ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა დარბაზში. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. პროკურატურის მტკიცებით 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ისინი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.