სააპელაციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგნენ და საქმის გარემოებები კიდევ ერთხელ შეაჯამეს.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ბრალდებული უკვე რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს თავს არ დასხმია, შესაბამისად დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე აჩვენეს და განიხილეს ის ვიდეოჩანაწერებიც, რაც გამოძიებამ ოკმელაშვილის წიანაღმდეგ წარადგინა. შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ადვოკატის თქმით, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, ისინი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.