გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლებელი ილია II-ის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი 2006 წელს სწორედ უწმინდესის მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ წუთებში   სასწავლებლის განვლილი 10 წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი ესწრება.