სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, მცირეწლოვანი აღსაზრდელების თანდასწრებით, ესტონეთის ელჩი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულა. გიორგი მიქელაძემ დიპლომატს კრიტიკული პოლიტიკური განცხადებით მიმართა.
შეგახსენებთ, ესტონეთმა „ქართული ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მათ შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტარები.