გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“ შედგა. სწორედ ამ პროექტით საქართველო მსოფლიომ გაიცნო. ის ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს აერთიანებს.

„ბლექ სი არენას“ სცენაზე გიორგი მიქაძესთან ერთად სხვადასხვა ანსამბლიც წარდგნენ.

პროექტი ბასა ფოცხშვილის რეჟისურით განხორციელდა.