გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს, ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბერს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. დაცვის მხარემ, დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი ფოიერვერკს ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება. პროკურორმა განაცხადა, რომ მინდაძე ფოიერვერკს რამდენჯერმე ისვრის, სამართალდამცველმა კი ის ამოიცნო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალები, სადაც სასამართლოს დერეფანში მანდატურებსა და პროცესზე დასწრების მსურველებს შორის დაპირისპირებაა ასახული.