გიორგი მარგველაშვილმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა,  შეწყალებულებიდან 41 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 23-ს სხვადასხვა ვადით შეუმცირდება სასჯელი.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს.

 

დატოვე კომენტარი