საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს პრობლემატიკის განხილვის შესაძლებლობისათვის.
მშვიდობის ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა.