გიორგი მარგველაშვილის პოზიცია  

სწორედ ფარული ჩანაწერების და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობით უახლოეს დღეებში მთავრობის საგანგებო სხდომა უნდა გაიმართოს და შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. სახელმწიფოს მეთაურს კონკრეტული ფარული მასალები არ შეუფასებია, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლოდროინდელ მძიმე ბრალდებებზე ხელისუფლების პოზიციას არასწორად მიიჩნევს.

მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტისთვის ჯერ არ უპასუხია. უკვე ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. მმართველი გუნდი დღევანდელ მიმართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს.