გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელს

საქართველო-ნატოს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და რუსეთის გავლენა ამ პროცესებზე – ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატო სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოს მიწაზე და არ უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულნი იმ დაღლილობით, რომელიც ზოგჯერ ევროპაში და მოკავშირეებში შეინიშნება გაფართოების მხრივ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ზარმა უკვე დარეკა და  ევროკავშირი უფრო მეტს გაიგებს საქართველოს რეალური გარემოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამ პროცესში რუსეთის როლის შესახებ.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.