გიორგი მარგველაშვილის განცხადება

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მაღალმა აქტივობამ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და სადამკვირვებლო მისიებსა და მედიას საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“, – დასძინა მარგველაშვილმა.